ფოთის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს. შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს.
„ქრისტესშობის დღესასწაულს გილოცავთ. ეს არის დიდი საეკლესიო დღესასწაული, რომელიც გარდაემატება ყველანაირ ტკივილს და განსაცდელს, ამიტომ არის, რომ დღეს ყველა ადამიანი ხარობს იესო ქრისტეს შობას, რადგან მასთან ერთად იბადება იმედი და იმედის სიხარული ჩაისახება ადამიანის გულში, ღმერთმა დაგლოცოთ“,- განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა.
საკათედრო ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს სასულიერო პირები სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ. ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საკათედრო ტაძრის ფასადზე დეკორატიული განათება დამონტაჟდა.
მსახურების დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლი ტაძარში შეკრებილებს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს.