ფოთში 19 ოქტომბრიდან, პირველი, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს ფოთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი გოჩა ქორქია.
რაც შეეხება კიდევ ერთ, მე-12 საჯარო სკოლას, იქ ონლაინგაკვეთილები მხოლოდ ერთ დაწყებითი კლასს ჩაუტარდება.
„სამინისტროს მივაწვდით ინფორმაციას, პირველი, მეოთხე და მეხუთე საჯარო სკოლების დისტანციურ სწავლაზე გადასვლის თაობაზე. მე-12 საჯარო სკოლაში კი მხოლოდ ერთი კლასი გადავა დისტანციურ რეჟიმზე, რადგან კორონავირუსი დაწყებითი კლასის მასწავლებელს დაუდასტურდა“, – განაცხადა გოჩა ქორქიამ.