ფოთის მერის მოადგილედ პაატა ლაგვილავა დაინიშნა.
ლაგვილავა კულტურის, სპორტისა და სოციალურ მიმართულებას გაუწევს კურირებას.
„ამ ეტაპისთვის მქონდა შეხვედრები ადმინისტრაციის სამსახურთან, სადაც გავიარეთ მიმდინარე თემები. ოთხშაბათიდან ვაპირებთ ყველა იმ სამსახურში გასვლას, რომელიც ჩემს კონკრეტულ საკურატორო სფეროს ეხება. ადგილზე გავეცნობით მიმდინარე პროექტებს, იდეებს, მოსაზრებებს, თუ რა არის განსახორციელებელი, რა არის დაგეგმილი. ეტაპობრივად გავეცნობით ყველაფერს და უკვე სამომავლოდ დავსახავთ გეგმებს, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ, რათა უფრო კარგად წარმოჩინდეს ადგილობრივი ხელისუფლება, ქალაქის მერია. როდესაც ყველაფრის საბოლოო ანალიზს გავაკეთებთ, წლის ბოლოსთვის, ახალი ბიუჯეტის დაგეგმარებისას გვეცოდინება პრიორიტეტები“, – განაცხადა პაატა ლაგვილავამ.