ფოთში, მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია „ჩვენ ვითხოვთ სუფთა ჰაერს“ იმართება.
აქციის მონაწილეები ქალაქში არსებულ თევზის უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ. მათ გადაკეტილი აქვთ საავტომობილო გზა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, თევზის უსიამოვნო სუნი ფოთში, ქაფშიის გადამუშავების სეზონზე ნოემბერ-თებერვლის პერიოდში ვრცელდება. მათი თქმით, აღნიშნული პრობლემა წლებია აწუხებთ და ამ დრომდე მოუგვარებელია. ისინი ხელისუფლებას სათანადო ზომების გატარებას სთხოვენ. აქცია საინიციატივო ჯგუფის მიერ სოციალური ქსელით დაიგეგმა.
ფოთში თევზის გადამამუშავებელი ოთხი საწარმო ფუნქციონირებს. ქარხნების ხელმძღვანელების მტკიცებით, ყველა საწარმო შესაბამისი საჭირო ტექნიკითა არის აღჭურვილი. აქციის მონაწილეები მერთან შეხვედრას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაშლას არ აპირებენ.