ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებზე ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. მოსახლეობა ახლომდებარე საწარმოს „კავკასიური მეტალის ტერმინალის“ მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამს.
აქციის მონაწილეების თქმით, ტერმინალის მუშაობის პროცესში წარმოქმნილი მტვერი ჯანმრთელობისთვის საზიანოა.
ადგილობრივების პროტესტის მიზეზი მძიმე მანქანების გადაადგილების შედეგად გამოწვეული მტვერი და ხმაურიცაა. ისინი „კავკასიური მეტალის ტერმინალის“ ადმინისტრაციას და ადგილობრივ ხელისუფლებას სტანდარტების შესაბამისად მუშაობას და პრობლემის უმოკლეს ვადებში მოგვარებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა ადგილას გადასახლებას ითხოვენ.
კომპანიის იურისტი გიორგი თოფურია აცხადებს, რომ საწარმო სტანდარტების შესაბამისად მუშაობს.
„კომპანია წარმოადგენს უცხოურ ინვესტიციას. დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის უმეტესობა სწორედ აღნიშნულ უბანში მცხოვრები ადამიანები არიან. საწარმო მუშაობს სტანდარტების შესაბამისად და ვერ დავადასტურებთ აღნიშნული ტვირთის მავნებლობას”- აცხადებს „კავკასიური მეტალის ტერმინალის“ იურისტი.
მოსახლეობა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებს გეგმავს.