ფოთის საფეხბურთო გუნდის „კოლხეთი 1913“-ის მთავარმა მწვრთნელმა, პაატა მეტრეველმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას გუნდის მედიაოფიცერი გია ეჯიბია ადასტურებს.
მისი თქმით, მიზეზი ბოლოს გამართული სამი თამაშის წაგება გახდა.
„სამი თამაში „კოლხეთი 1913“-მა ზედიზედ წააგო, აქედან ორი გამანადგურებელი ანგარიშით. ფეხბურთელების და გულშემატკივრების მხრიდანაც იყო უკმაყოფილება, რასაც მისი თანამდებობიდან წასვლა მოჰყვა. ახალი მწვრთნელი უახლოეს დღეებში დაინიშნება“, – აღნიშნა ეჯიბიამ.
პაატა მეტრეველი „კოლხეთი 1913“-ის მთავარ მწვრთნელად მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა.