ფოთის კლინიკის შვიდ თანამშრომელს გეგმური კვლევა ჩაუტარდა, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ფოთის კლინიკის შვიდ თანამშრომელს გეგმური კვლევა ჩაუტარდა, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის ინფორმაციით, ფოთიდან ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის გაგზავნილი ფოთის კლინიკის შვიდი თანამშრომლის ანალიზის პასუხი ცნობილია.

არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

„ფოთში შვიდ პირს ჩაუტარდა კვლევა. ისინი კლინიკის თანამშრომლები არიან. აღნიშნული კვლევა გეგმურია და პრევენციული მიზნით განხორციელდა. საბედნიეროდ, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.