ფოთის კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული ორი პაციენტის კვლევის შედეგები ცნობილია. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ორივე მათგანი ბოქსირებულ პალატებში იმყოფებოდა.
„კლინიკაში იმყოფებოდა ორი პაციენტი, 73 წლის მამაკაცი ფოთიდან და 64 წლის მამაკაცი თბილისიდან. მათი კვლევის შედეგი უარყოფითია. პაციენტებს ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მათი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში „პისიარ“ კვლევისთვის. ორივე პაციენტი უკვე გაწერილია კლინიკიდან”, – განაცხადა კლინიკის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.