ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული. მათგან ყველაზე უმცროსი ათი წლის გოგონაა.
პაციენტები ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული. ფოთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.
„კლინიკაში იმყოფება სამი პაციენტი, 10 წლის გოგონა, 54 წლის ქალი და 71 წლის მამაკაცი ფოთიდან. მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. პაციენტების ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.