ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული. ამასთან, კიდევ სამ პირს კორონავირუსი არ დაუდგინდა და უკვე გაეწერენ კლინიკიდან.
სტაციონარში მოთავსებული პაციენტები ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებულები. ფოთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.
„კლინიკაში იმყოფება სამი პაციენტი, მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. პაციენტების ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.