ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული. სამივე მათგანი ფოთის მცხოვრებია. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

პაციენტები ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 25 წლისა და 83 წლის ქალები, ასევე 62 წლის მამაკაცი ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. ამჟამად ისინი ბოქსირებულ პალატებში გადიან მკურნალობას“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.