ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ოთხი პაციენტია მოთავსებული. მათგან ყველაზე პატარა სამი წლის გოგონაა.
სტაციონარში მოთავსებული პაციენტები ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული. ფოთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.
„კლინიკაში იმყოფება ოთხი პაციენტი, მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. პაციენტების ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ხვალ მოხდება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.