ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ოთხი პაციენტია მოთავსებული, ისინი ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებულები.
ფოთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.
„კლინიკაში იმყოფება ოთხი პაციენტი, 20 წლისა და 63 წლის ქალები ფoთიდან, ასევე 33 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან და 65 წლის მამაკაცი სენაკიდან. მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. პაციენტების ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდება. პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.