ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებული ხუთი პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდგინდა. მათ შორის ერთ-ერთი 11 თვის ბავშვია.

ფოთის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ხუთივე მათგანი ბოქსირებულ პალატაში იმყოფებოდა.

„კლინიკაში იმყოფებოდა ხუთი პაციენტი, მათ შორის 20 წლისა და 43 წლის მამაკაცები, ასევე, ათი წლისა და 11 თვის ბიჭები ფოთიდან. 11 წლის ბიჭი კი გადმოყვანილი იყო პატარა ფოთიდან. მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. პაციენტების ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში განხორციელდა. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა,“ – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.