ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 40 წლის ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ნანა მხეიძის განცხადებით, პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა და ბოქსირებულ პალატაში მკურნალობდა.
„პაციენტის ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის იყო გაგზავნილი. საბედნიეროდ, მას „კოვიდ 19“ არ დაუდგინდა“, – განაცხადა ნანა მხეიძემ.