ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ორივე მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.
„ჩვენს კლინიკაში ორივე პაციენტი მოთავსებული იყო ბოქსირებულ პალატებში და ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. ამჟამად, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდა“, – განაცხადა ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.