ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 47 წლის სენაკელ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა და ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული.
„47 წლის მამაკაცს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. პაციენტს საბედნიეროდ, კორონავირუსი არ აღმოაჩნდა”, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.