ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 58 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მას ცხელება, ასევე სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა და ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული.
„58 წლის მამაკაცს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.