ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ოთხი მათგანი ფოთის მცხოვრებია, ერთი კი ქუთაისიდან არის, რომელიც საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლია.
ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ და ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ.
„ხუთივე პაციენტის ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“არ დაუდგინდა. ისინი დღესვე გაეწერებიან კლინიკიდან“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.