ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 39 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 39 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა.
„ჩვენს კლინიკაში შემოყვანილი 39 წლის მამაკაცი მოთავსებული იყო ბოქსირებულ პალატაში და ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. ამჟამად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდა და უკვე გავწერეთ კლინიკიდან“, – განაცხადა ფოთის საავადმყოფოს დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.