ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 31 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 31 წლის მამაკაცს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა.
კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, პაციენტი, რომელსაც ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა, ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული.
„31 წლის მამაკაცს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. პაციენტი უკვე გავწერეთ კლინიკიდან. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა.