ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ხუთი პაციენტია მოთავსებული. პაციენტთაგან ყველაზე პატარა შვიდი თვის ბავშვია. სამი პაციენტის ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის, ორი კი ხვალ გაიგზავნება.
„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ ხუთივე პაციენტს აღენიშნება ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები. ესენი არიან: შვიდი თვის გოგონა, 11 თვის გოგონა, 14 წლის ბიჭი და 55 წლის მამაკაცი ფოთიდან, ასევე 37 ქალი ლანჩხუთიდან. სამი პაციენტის ნიმუში უკვე გავაგზავნეთ კვლევისათვის. ორს კი, ხვალ ჩაუტარდება ტესტირება. ხუთივე მათგანი ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.