ფოთის „ცხელების კლინიკაში“ ამ დროისთვის ექვსი პაციენტია მოთავსებული, მათ შორის ორი ბავშვია.
ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ყველა მათგანს ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. ისინი ბოქსირებულ პალატებში არიან გადანაწილებულები.
„ჩვენთან ექვსი პაციენტია მოთავსებული. ორი პაციენტის, 30 წლის მამაკაცისა და წლის და 7 თვის ბავშვის ნიმუში დღეს გაიგზავნა კვლევისთვის ლაბორატორიაშია და პასუხებს ველოდებით. ისინი გუშინ ცხელებითა და რესპირატორული სიმპტომებით შემოიყვანეს ჰოსპიტალში. დღეს კი ანალოგიური სიმპტომებით დაგვემატა 4 პაციენტი: 13 ბიჭი ფოთიდან, 48 და 71 წლის მამაკაცები ფოთიდან და 66 წლის ქალი, ასევე ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ” კვლევისთვის ხვალ გაიგზავნება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.