ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ახალგაზრდა მამაკაცია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 26 წლის მამაკაცია მოთავსებული. ის ფოთის მცხოვრებია.
ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება და ბოქსირებულ პალატაში მკურნალობს.
„პაციენტის ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის. ამჟამად მას ბოქსირებულ პალატაში უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.