ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 58 წლის მამაკაცია მოთავსებული. ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
მამაკაცი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.
„58 წლის მამაკაცს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა უკვე გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. პასუხი სავარაუდოდ დღეს გვიან გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.