ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით 31 წლის მამაკაცია მოთავსებული. კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის თქმით, პაციენტი აზერბაიჯანის მოქალაქეა.
მამაკაცს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. ის ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.
„31 წლის მამაკაცს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა ხვალ დილით გაიგზავნება ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისათვის. პასუხიც სავარაუდოდ ხვალ, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.