ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების მქონე ორი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. ორივე მათგანი ფოთიდანაა. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. პაციენტები ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 51 წლის მამაკაცი, ასევე 74 წლის ქალი ფოთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში პისიარკვლევისთვის არის გაგზავნილი. ამჟამად ისინი ბოქსირებულ პალატებში გადიან მკურნალობას“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.