ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ და ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ.
„ორივე პაციენტის ბიოლოგიური მასალა გუშინ დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. არც ერთ მათგანს „კოვიდ 19“არ დაუდგინდა,”-განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.