ფოთის ჰოსპიტალში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ერთი მათგანი ფოთის მცხოვრებია, მეორე კი, ლანჩხუთელია.

პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ.

„ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდნენ 71 წლის პაციენტი ფოთიდან და 39 წლის პაციენტი ლანჩხუთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.