ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ პაციენტებს „კოვიდ 19“ არ დაუდგინდათ. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ. პაციენტები ბოქსირებულ პალატებში იყვნენ გადაყვანილები.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებოდა ორი პაციენტი -62 წლისა და 47 წლის მამაკაცები ფოთიდან. ორივე მათგანს ჩაუტარდა ტესტირება. მათი ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,.-განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.