ფოთის „ცხელების ცენტრში“ საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ფოთის ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გუშინ გაიგზავნა.
„ორივე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. ესენი არიან 10 წლის ბიჭი ფოთიდან და 75 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე გაეწერნენ კლინიკიდან. „ცხელების ცენტრში“ რჩება ერთი მცირეწლოვანი. მისი ანალიზის პასუხი გვიან საღამოს ან ხვალ დილით გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.