ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ. ცხელების ცენტრის სამ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა. მათ ცხელება და რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.
„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. ესენი არიან ორი წლის გოგონა ფოთიდან, 63 წლის ქალი ფოთიდან და 57 წლის მამაკაცი ზესტაფონიდან. სამივე მათგანის სინჯი გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.