ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ საეჭვო სიმპტომების მქონე, 82 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ საეჭვო სიმპტომების მქონე, 82 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში მოთავსებულ 82 წლის ქალს, რომლის ანალიზებიც ლუგარის ლაბორატორიაში იყო გადაგზავნილი, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ექიმების თქმით, პაციენტს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია ჰქონდა და აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. იგი ფოთის ჰოსპიტალში სენაკიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩაიყვანა.

„82 წლის პაციენტს არ დაუდასტურდა კორონავირუსი. მას პნევმონია აქვს. პაციენტის მდგომარეობა დღეისათვის არის სტაბილური, დადებითი დინამიკით“, – განაცხადა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზინაიდა გაგუამ.