ფოთის ჰოსპიტალში ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან
ფოთის ჰოსპიტალში ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ. ცხელების ცენტრში შვიდი პაციენტი იმყოფება. მათ ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ.

ამასთან, ჰოსპიტლის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის ინფორმაციით, ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან.

„ჩვენს კლინიკაში მოთავსებულ ხუთი პაციენტის ბიოლოგიური მასალა უკვე გავაგზავნეთ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ” კვლევისთვის. პაციენტები არიან 70 წლის მამაკაცი სოფელ პატარა ფოთიდან, 80 წლის ქალი ფოთიდან, წლინახევრისა და ოთხი წლის გოგონები ფოთიდან, ასევე შვიდი თვის გოგონა ლანჩხუთიდან. რაც შეეხება ორ ახალ პაციენტს, ისინი არიან წლისა და შვიდი თვის ბიჭი ლანჩხუთიდან და 30 წლის მამაკაცი ფოთიდან. ყველა მათგანი მოთავსებულია ბოქსირებულ პალატებში“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.