ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსზე წლამდე ასაკის ბავშვის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ. ცხელების კლინიკაში წლამდე ასაკის ბავშვია მოთავსებული. მისი ანალიზი უკვე გაგზავნილია კვლევისათვის.
„ბავშვის ბიოლოგიური მასალა უკვე გაგზავნილია ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში. ჩაუტარდება „პისიარ“-ტესტირება. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება. კვლევის პასუხები დღეს, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.