ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსზე ორი ადამიანის ანალიზის პასუხს ელოდებიან
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით ორი პაციენტია მოთავსებული. ორივე მათგანი ფოთის მცხოვრებია.
პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 79 წლისა და 72 წლის მამაკაცები ფოთიდან. ორივე მათგანის ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. ამჟამად ისინი ბოქსირებულ პალატებში გადიან მკურნალობას“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.