ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 82 წლის ქალის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსზე 82 წლის ქალის ანალიზის პასუხებს ელოდებიან. ექიმების თქმით, პაციენტს აქვს მოგზაურობის ისტორია, ასევე აღენიშნება მაღალი ტემპერატურა.
„82 წლის ქალი სენაკის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩამოიყვანა, მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში. ავუღეთ ნაცხი და გავაგზავნეთ ქუთაისის დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში. მას მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე აღენიშნება. პაციენტი 13 მარტს მოსკოვიდან ჩამოვიდა. ჩემი ინფორმაციით, თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზიანაიდა გაგუამ.