ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი პაციენტი არის მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 25 წლის ქალი და 24 წლის მამაკაცი ფოთიდან, ასევე 30 წლის ქალი ოზურგეთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს ლაბორატორიაში, „პისიარ“ კვლევისათვის ხვალ გაიგზავნება. სამივე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.