ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული. სამივე მათგანი ფოთის მცხოვრებია.
პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ.
„ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან 26 წლის ქალი ფოთიდან, 56 წლისა და 76 წლის მამაკაცები ფოთიდან. ორი მათგანის ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისთვის. მესამე პაციენტის ნიმუში კი ხვალ გაიგზავნება. ამჟამად ისინი ბოქსირებულ პალატებში გადიან მკურნალობას“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.