ფოთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა კლების დინამიკა შეინიშნება, ეპიდკვლევა კი კვლავ უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
„ამ პერიოდისათვის ფოთში გამოჯანმრთელებულია 3 654 პაციენტი, გარდაცვლილია 28, აქტიური პაციენტია 208. მათ შორის სტაციონარში იმყოფება 50, ფოთის ჰოსპიტალში კი მკურნალობის კურსს გადის 37 პაციენტი. კარანტინშია ორი, ბინაზე 156 პირი. თვითიზოლაციაზეა 187, ტესტირება ჩაუტარდა 17 პირს, ყველა მათგანი სიმპტომური პაციენტია“, – აცხადებენ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 311 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 16 პაციენტი.
ამასთან, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 298 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა – 18, იმერეთი – 44, ქვემო ქართლი – 13, შიდა ქართლი – 19, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 32, კახეთი – 26, მცხეთა-მთიანეთი – 6, სამცხე-ჯავახეთი -12, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.