ფოთის ჰოსპიტალში გუშინ სამი საეჭვო პაციენტი შეიყვანეს, რომლებსაც ექიმები აკვირდებიან
ფოთის ჰოსპიტალში სასწრაფო-დახმარების ჯგუფებმა გუშინ სამი ადამიანი გადაიყვანეს. პაციენტებს რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებათ. მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.
„გუშინ დილიდან დღემდე საკონტროლო გამშვები პუნქტებიდან არ შემოსულა არც ერთი შეტყობინება მაღალი ტემპერატურის შესახებ და შესაბამისად, იქ არ გასულან სასწრაფო დახმარების ჯგუფები. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცხელების ცენტრში გადაყვანილია მხოლოდ სამი პაციენტი მსუბუქი რესპირატორული ჩივილებით. მათ აკვირდებიან კლინიკის ექიმები და ეპიდემიოლოგები“, – განაცხადა ფოთის სასწრაფო დახმარების ცენტრის მენეჯერმა კესო გელენიძემ.