ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტია მოთავსებული
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ცხელების ცენტრში საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტია მოთავსებული. ისინი ბოქსირებულ პალატებში მკურნალობენ.
როგორც ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა, თითოეულ მათგანს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნება.
„ცხელების კლინიკაში სამი ახალი პაციენტი გვყავს. ესენი არიან ცხრა თვის გოგონა და 35 წლის მამაკაცი ფოთიდან. ასევე, 60 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან. მათი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში დღეს გაიგზავნება“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.