ფოთის ჰოსპიტალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ხუთმა პაციენტმა დატოვა
ფოთის ჰოსპიტალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ხუთმა პაციენტმა დატოვა

ფოთის ჰოსპიტალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ხუთმა პაციენტმა დატოვა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საავადმყოფოში ამ დროისთვის 18 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. ისინი აჭარიდან, იმერეთიდან, გურიიდან, სამეგრელოდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან არიან. ამასთან, ინფიცირებულებს შორის არიან უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც, ასევე კლინიკაში მკურნალობს 11 წლის არასრულწლოვანიც.

„72 წლის პაციენტი, რომელიც საკმაოდ მძიმედ იყო, ახლა გამოჯანმრთელებულია და მან უკვე დატოვა კლინიკა. დღეს სულ ხუთი გამოჯანმრთელებული გავწერეთ, ოთხი საკარანტინო სავრცეშია გადაყვანილი, 18 პაციენტი კი, კვლავ აგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.