ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საბაჟოს საერთაშორისო დღე აღნიშნა.
საზეიმო ღონისძიება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ გახსნა.
როგორც კაკავამ განაცხადა, ბოლო წლებში არაერთი რეფორმა ჩატარდა როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ისე საბაჟო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი საბაჟოს თანამშრომლებმა შეიტანეს.
ღონისძიების მონაწილეებს დავოსიდან ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მიმართა.
მისი თქმით, ბოლო წლებში გატარდა არაერთი რეფორმა, როგორც საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის, ისე საბაჟო სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომელშიც მნიშვნელოვანი წვლილი სწორედ საბაჟოს თანამშრომლებმა შეიტანეს.
ღონისძიების ფარგლებში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატებით 19 მებაჟე ოფიცერი დაჯილდოვდა. ასევე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაძლებლობების განვითარებაში გაწეული მხარდაჭერისთვის, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ღირსების სერტიფიკატები გადაეცა პროექტს „ევროკავშირის მხარდაჭერა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“.
ღონისძიებას მებაჟე ოფიცრები, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების, პარტნიორი უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
საბაჟოს საერთაშორისო დღეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის წევრ 183 საბაჟო ადმინისტრაციასთან ერთად, ყოველ წელს აღნიშნავს.