ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 48 400 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში 48 400 ლარის არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „ფოთი“, სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა.

„საქართველოს მოქალაქის გ.ჟ-ს კუთვნილ ტვირთს, მებაჟე ოფიცრების მიერ მიღებული ინფორმაციის ანალიზისა და ეჭვის საფუძველზე, კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა.

უფლებამოსილი პირის მიერ ტვირთის დეტალური დათვალიერების შედეგად, დეკლარირებულ საქონელთან ერთად, 48 400 ლარის ღირებულების, არადეკლარირებული პროდუქცია გამოვლინდა.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.