ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში ხუთ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა
ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ ხუთ პაციენტს „კოვიდ-19“ არ დაუდასტურდა.
აღნიშნულ პაციენტებს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ.
„ჩვენს კლინიკაში მოთავსებული ხუთი პაციენტის სინჯი გაგზავნილი იყო ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ” კვლევისთვის. საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. ესენი არიან: 70 წლის მამაკაცი სოფელ პატარა ფოთიდან, 80 წლის ქალი ფოთიდან, წლინახევრისა და ოთხი წლის გოგონები ფოთიდან, ასევე შვიდი თვის გოგონა ლანჩხუთიდან“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.
მისი თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.