ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრის ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრის ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ე.წ. ცხელების ცენტრში მოთავსებულ ორ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

მათ რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდათ და ბოქსირებულ პალატებში მკურნალობდნენ.

„ორ პაციენტს – 47 წლის ქალს ლანჩხუთიდან და 11 თვის გოგონას ფოთიდან „კოვიდ-19“ არ აღმოაჩნდათ. მათი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში იყო გაგზავნილი. ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა. ე.წ. ცხელების ცენტრი ფოთის ჰოსპიტალშია განთავსებული.