ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით მღებრიშვილმა, თანამდებობის დატოვების შესახებ ფოთის თეატრის ოფიციალურ გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.
,,მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ფოთის თეატრი. ვითარება, რომელიც ამჟამად ფოთის თეატრშია ჩემთვის, როგორც პროფესიონალისთვის, ადამინისათვის და რიგითი მოქალაქისთვის გაუსაძლისი, მიუღებელი და შეურაცხმყოფელია! მიზეზებზე, დაწვრილებით მოგახსენებთ მოგვიანებით. ყველაფერს დავარქმევ თავის სახელს”, – ნათქვამია განცხადებაში.
თანამდებობის დატოვებაზე განცხადების გამოქვეყნებამდე, მღებრიშვილმა საქართველოს პროკურატურის მისამართით ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც, ოთხი წლის წინ გახსნილი, 11 მილიონიანი თეატრის ახალი შენობის ავარიულ მდგომარეობაზე, კონკრეტული პასუხები მოითხოვა.