ფოთის „ცხელების კლინიკაში“ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის „ცხელების კლინიკაში“ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ფოთის ჰოსპიტალში განთავსებულ „ცხელების კლინიკაში“ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„გუშინ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გაიგზავნა სამი ანალიზი. ესენი არიან 25 წლის ქალი და 24 წლის მამაკაცი ფოთიდან, ასევე 30 წლის ქალი ოზურგეთიდან. ლაბორატორიაში, ჩატარდა „პისიარ“ კვლევა, საბედნიეროდ, არც ერთ მათგანს „კოვიდ-19“ არ დაუდგინდა. სამივე პაციენტს ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ფოთის ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.