ფოთის ცხელების კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით შეყვანილ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ფოთის ცხელების კლინიკაში, საეჭვო სიმპტომებით მოთავსებულ 48 წლის ლანჩხუთელ ქალს „კოვიდ 19“ არ დაუდასტურდა. მას ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში მკურნალობდა.
„ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ პაციენტის ანალიზის პასუხი. საბედნიეროდ, მას კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ექიმების შეფასებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ.
ამჟამად, ფოთის ცხელების კლინიკაში მოთავსებულები არიან 16 წლის მოზარდი ლანჩხუთიდან, ასევე 33 წლის მამაკაცი გრიგოლეთიდან. მათი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში ხვალ გაიგზავნება.